logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
- +

6 აგვისტო. 2020. 18:18

 

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ჭაობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკრებულოს დეპუტატ ელგუჯა ანდრიაძესთან ერთად გაეცნო.

 

„როგორც იცით, ჭაობის დასახლებაში ჩვენ ერთდროულად 19 ქუჩის რეაბილიტაციას ვახორციელებთ. უკვე დასრულდა 3 ქუჩის კეთილმოწყობა, 13 ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. უახლოეს პერიოდში კი, დამატებით 3 ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყება.

 

ჩვენ ახლა ვიმყოფებით ურეხის შესახვევში, სადაც სანიაღვრე სისტემის მოწყობა ხორციელდება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, ჭაობის დასახლებას არ ჰქონდა სანიაღვრე სისტემა, რაც უხვი ნალექის დროს პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე სისტემის მონტაჟის შემდგომ აღნიშნული პრობლემა მნიშვნელოვნად არის შემცირებული“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

უკვე დასრულდა ლუკა ასათიანის ქუჩისა და ლადო ასათიანის ჩიხის, ასევე თევრათ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner