logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ხდება მთელი საავიაციო პარკის სრული განახლება
- +

6 აგვისტო. 2020. 22:32

 

 

 „დაიწყო თავდაცვის ჯარების სრული განახლება, მათ შორის უნიფორმის. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ, რომ ჯარისკაცისთვის ერთ-ერთი მთავარი გადაადგილების საშუალება არის ფეხსაცმელი. მართლაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი იქნა შერჩეული, დღევანდელი ჯარი ძალიან კმაყოფილია.“- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ, შალვა რამიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

 

ბრეგაძის თქმით, დღეს ქართული ჯარი უნიკალურად არის აღჭურვილი, გადამზადებული და ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული.

 

მინისტრის მოადგილემ ის მიმართულებები ჩამოთვალა, სადაც სამინისტრომ ჯარის განახლება, გადამზადება განახორციელა.

 

„მეორე ეს იყო კონკრეტულად ფორმა, რომელიც ჩვენს რელიეფს შეესაბამება.

 

ასევე დავიწყეთ იმ პირობებზე ზრუნვა, სადაც ჩვენს სამხედროებს უწევთ ცხოვრება. დაიწყო სრული რეაბილიტაცია, ბაზები და ყაზარმები მიესადაგა ევროპულ სტანდარტებს.

 

შემდეგი ნაბიჯი იყო ზრუნვა ჯარისკაცის ჯანმრთელობაზე. ჯარისკაც უნდა შეძლებოდა მიეღო მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურება. დავაწესეთ დაზღვევის უპრეცედენტო პაკეტი, ასევე მათი ოჯახის წევრებს.

 

ჯარს სჭირდება ძალიან კარგი შეიარაღება. მთელი საავიაციო პარკის სრული განახლება ხდება, გარემონტება და რეაბილიტაცია. ფაქტობრივად შესაძლებელი გახდება იმის თქმა, რომ ჩვენი ავიაცია იქნება უმაღლეს დონეზე.“- აღნიშნა ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner