logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: მინდა მას მადლობა გადავუხადო იმ ზრუნვისთვის, რომელიც დღეს არსებობს ჯარში
- +

6 აგვისტო. 2020. 22:41

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ჯარისა და ჯარისკაცებისთვის გაკეთებული სასიკეთო ცვლილებების გამო მადლობას უხდის.

 

როგორც ბრეგაძემ „შალვა რამიშვილის პოლიტიკურ ინტერვიუში“ განაცხადა, სწორედ ამ ცვლილებების დამსახურებაა ის, რომ დღეს ქართული ჯარი არაპოლიტიზირებულია.

 

„ჯარი არის ის ორგანიზმი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლიტიკა და ყველა ვალდებულია ჯარისკაცს პატივს სცემდეს.

 

თავდაცვის ძალებზე საუბრობს ჩვენ კონსტიტუცია, რომელშიც ბოლოს ცვლილებები 2017 წელს შევიდა და იქ არის მოცემული თავდაცვის ძალების როლი. რითვის ჰყავს ქვეყანას თავდაცვის ძალები? ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამიუკედბლობის და სუვერენიტეტის დაცვა. ასევე საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. არასამართლებრივად რომ ვთქვათ, თავდაცვის ძალები არის სახელმწიფოებრიობის იმუნიტეტი.

 

ამ ფილოსოფიას ეფუძნებოდა მინისტრის კურსი და პირველი წელი გამოაცხადა ჯარისკაცზე ზრუნვის წლად. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმ ზრუნვისთვის, რომელიც დღეს არსებობს ჯარში.“- განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner