logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ბავშვთა დახმარების სოციალურ პაკეტში, შევეცადეთ მოგვეცვა ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ დახმარების პროგრამებში
- +

7 აგვისტო. 2020. 01:19

 

 

"ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ იმ მიზეზებზე საუბრისას, თუ რატომ იქნა შერჩეული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე სწორედ ეს კატეგორია.

 

მან დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც მთავრობამ გადადგა როგორც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის, ისე მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

 

„საკომპენსაციო პროგრამების მომზადებას წინ უსწრებდა ჩვენ მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შემდეგ გავამკაცრეთ და პრაქტიკულად, მივუახლოვდით სრულ კარანტინს. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში კლასიკურად სრული კარანტინი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ადრე დავიწყეთ მომზადება და ვირუსის გავრცელებაც ნაკლები  იყო. ამავე დროს, ამ არასრულმა კარანტინმა ჩვენ ისეთივე შედეგი მოგვცა, რაც პრაქტიკულად, სრულმა კარანტინმა მაგალითად, უჰანში. მაგრამ, ამ ნაწილობრივმა შეზღუდვებმაც, რასაკვირველია, დააზიანა და შეზღუდა ჩვენი ეკონომიკა. ამის შემდეგ იყო შეზღუდვების ე.წ ახსნის პერიოდი. ამ ვითარებაში ბევრ ადამიანს გაურთულდა მდგომარეობა როგორც  ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ სექტორში. დაიწყო სოციალური პაკეტები ჯერ კომუნალური გადასახადების ნაწილში, შემდეგ მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური, იმ კომპანიებს, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები, შევეხიდეთ საშემოსავლო გადასახადის კუთხით. დახმარება გავუწიეთ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, გაიზარდა პენსიის ოდენობა 70 წელზე ზემოთ პენსიონერთათვის. შემდეგ იყო სექტორალური დახმარებები: გადასახადები გადავუვადეთ ტურიზმის სექტორს, მნიშვნელოვანი იყო დახმარება სოფლის მეურნეობის სფეროში,  დეველოპერებისა და სამშენებლო სექტორისთვის ანუ, მოვიცავით ბევრი ჯგუფი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი, დარჩა მხარდაჭერის მიღმა და სწორედ მათ სოციალურ დახმარების ისახავს მიზნად ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი ეტაპი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

 

მისი თქმით, მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები იძლევა საშუალებას მხარდაჭერა გაგრძელდეს მათთვის, ვინც  უკვე იღებს სოციალურ დახმარებას და ამავე დროს, 200-ლარიანი ფინანსურ დახმარება თითოეული ბავშვზე - 17 წლის ასაკის ჩათვლით მიიღონ იმ ოჯახებმაც, რომელთა იდენტიფიცირება აქამდე ვერ მოხერხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner