logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი: ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით
- +

24 ივნისი. 2016. 12:11



ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია.



ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რამდენად სერიოზული და დრამატულია ეს ამბავი პოლიტიკური თვალსაზრისით. რთულია ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება ამის პოლიტიკური შედეგები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის. ეს ისტორიული და ისტერიკული რეაქციების მომენტია. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ნეგატიური სცენარისთვის მზად ვართ.

 

დღეს შემიძლია განვაცხადო ევროკავშირის 27-ვე ლიდერის სახელით, რომ ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, 27 წევრის ერთობა შევინარჩუნოთ. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროპაში იურიდიულ ვაკუუმს არ შექმნის, რადგან, სანამ ბრიტანეთი ევროკავშირს ფორმალურად არ დატოვებს, იქამდე მასთან მიმართებაში ევროპული კანონმდებლობა იმოქმედებს.

 

მართალია, ბოლო წლები ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, მაგრამ ყოველთვის მახსოვს მამაჩემის სიტყვები: ის, რაც არ გკლავს, უფრო ძლიერს გხდის", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner