პარტია „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას გადაცემაში მოწვეული კომპანია „ZEG“-ის თანამშრომლებისა და წამყვანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„თავს ძალა დავატანე და ვუყურე „მთავარზე“ აქცენტებს. სამი საათი გვარწმუნდებდნენ: სავარაუდოდ, თვითმკვლელობა იყო, მაგრამ რატომ ამტკიცებს შშს, თვითმკვლელობა რომ იყო, თქვას პირდაპირ, რომ თვითმკვლელობა იყოო“- წერს ნაცვლიშვილი.