logo_geo
eng_logo
მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ჰავრში მძევლები აიყვანა, სპეცრაზმმა დააკავა
- +

7 აგვისტო. 2020. 10:11

 

 

მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ჰავრში მძევლები აიყვანა, პოლიციის სპეცრაზმმა დააკავა.

 

ტელეკომპანია „BFM TV“-ის ინფორმაციით, ბანკის ფილიალის შენობაში მყოფი ყველა ადამიანი თავისუფალია და არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.

 

შეიარაღებულ მამაკაცს მძევლები ექვსი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა. გათავისუფლებულ მოქალაქეებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

 

რადიო „ართიელის“ ინფორმაციით, მძევლების აყვანის შემდეგ მამაკაცი ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ბავშვების გათავისუფლებას და ალ-აქსას მეჩეთის წინ არსებულ ესპლანადაზე პალესტინელების დაშვებას ითხოვდა. თავდამსხმელი ასევე ითხოვდა მოტოციკლს, რათა შემთხვევის ადგილიდან გაქცეულიყო.

 

ტელეკომპანია „BFM TV“-ის  ინფორმაციით, თავდამსხმელი 34 წლის ადგილობრივი მცხოვრებია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner