logo_geo
eng_logo
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ზე 354 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
- +

7 აგვისტო. 2020. 11:13

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 354 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.

 

გამოკვლეულთა შორის არიან: ცხელების ცენტრის 14 პაციენტი, 74 მედპერსონალი, კარანტინში მყოფი რვა პირი, თვითიზოლაციაში მყოფი ერთი პირი, შსს-ს 239 თანამშრომელი, 11 მძღოლი და დიალიზზე მყოფი შვიდი ადამიანი.

 

გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner