დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 354 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.
გამოკვლეულთა შორის არიან: ცხელების ცენტრის 14 პაციენტი, 74 მედპერსონალი, კარანტინში მყოფი რვა პირი, თვითიზოლაციაში მყოფი ერთი პირი, შსს-ს 239 თანამშრომელი, 11 მძღოლი და დიალიზზე მყოფი შვიდი ადამიანი.
გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.