„საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება“, – ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვყენებს.
„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული, რასაც მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ლინკევიჩუსის განცხადებაში.