logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება
- +

7 აგვისტო. 2020. 11:15

 

 

 

„საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება“, – ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვყენებს.

 

„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული, რასაც მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება.

 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ლინკევიჩუსის განცხადებაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner