პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატი ადგილებზე მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.
„დარწმუნებით ვიცი, რაზეც არის საუბარი, თუმცა, ეს პრემიერის პრეროგატივაა. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, რომელზეც გახდება უკვე დეტალები ცნობილი. დღეს რაც შემიძლია მოგახსენოთ, აღნიშნული პრინციპი ითვალისწინებს მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართულობას ადგილებზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.
მთავრობა, მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვას გეგმავს.