logo_geo
eng_logo
დევიდ ქემერონი პრემიერ-მინისტრის პოსტს ოქტომბერში დატოვებს
- +

24 ივნისი. 2016. 12:15



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოსტს ოქტომბრისთვის დატოვებს.



ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, მათ სურვილს პატივს უნდა ვცემდეთ. ძალიან ვამაყობ, რომ ექვსი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეყანას ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩვენ ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბრისთვის უნდა გვყავდეს", - განაცხადა დევიდ ქემერონმა.



დიდ ბრიტანეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner