logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსის 5 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

7 აგვისტო. 2020. 14:01

 

 

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 877 135-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 119 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 700-ს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 683 000 -ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 7 235 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

 

ცნობისთვის, კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner