logo_geo
eng_logo
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

7 აგვისტო. 2020. 14:08

 

 

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 39 985 შემთხვევაა დადასტურებული.

 

სომხური მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 777-ს აღწევს.

 

სომხეთში კორონავირუსული ინფექციით დაავადებული ადამიანების რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებით დაიღუპნენ 228-ს აღწევს.

 

ბოლო ერთ დღეში სომხეთში „კოვიდ 19“-სგან 452 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა კი უკვე 32 000-ს აჭარბებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner