გერმანიაში გასული 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 147 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი 1000-ზე მაღალია.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში, „კოვიდ-19“-ის 215 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 183 ადამიანი.