logo_geo
eng_logo
გერმანიაში გასული 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

7 აგვისტო. 2020. 15:23

 

 

 

გერმანიაში გასული 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 147 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით რვა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი 1000-ზე მაღალია.

 

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში, „კოვიდ-19“-ის 215 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 183 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner