გერმანიის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვვების დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესი კვლავ შეწყდა. ინფომრაციას „CNN“ ავრცელებს.
ორივე სკოლა მეკლენბურგ-წინა პომერანიას შტატშია. მედიის ინფორმაციით, გოეთეს საშუალო სკოლაში „კოვიდ-19“ ერთ-ერთ მასწავლებელს დაუდგინდა, თუმცა, მას მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა ოთხშაბათამდე დახურული იქნება, 55 მასწავლებელს კი კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.
გლიუკსბურგის საშუალო სკოლაში კი ვირუსი ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდგინდა. ინფიცირებულის კლასელები და მასწავლებლები კარანტინში გადავიდნენ.