logo_geo
eng_logo
გერმანიის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვვების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა
- +

7 აგვისტო. 2020. 16:42

 

 

გერმანიის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვვების დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესი კვლავ შეწყდა. ინფომრაციას „CNN“ ავრცელებს.

 

ორივე სკოლა მეკლენბურგ-წინა პომერანიას შტატშია. მედიის ინფორმაციით, გოეთეს საშუალო სკოლაში „კოვიდ-19“ ერთ-ერთ მასწავლებელს დაუდგინდა, თუმცა, მას მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა ოთხშაბათამდე დახურული იქნება, 55 მასწავლებელს კი კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.

 

გლიუკსბურგის საშუალო სკოლაში კი ვირუსი ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდგინდა. ინფიცირებულის კლასელები და მასწავლებლები კარანტინში გადავიდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner