logo_geo
eng_logo
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს
- +

7 აგვისტო. 2020. 19:19

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პირადპირი სამხედრო აგრესიის მეთორმეტე წლისთავთან დკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

უკრაინის საგარეოს საქმეთა სამინისტრო მტკიცედ გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არალეგალურ ოკუპაციას, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტობრივი ანექსიისკენ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე „ბორდერიზაცია“, საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეების სისტემური დაკავება და გატაცება, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღდუვა, უკიდურესად რთული ჰუმანტარული და უსაფრთხოების ვითარება არის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 12- წლიანი ოკუპაციის ძირითადი „მიღწევები“.

 

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციაციას, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, გაიყვანოს რუსი სამხედროები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს ამ ტერიტორებზე საერთაშორისო უფლებადმაცველი და მონიტორინგის ორგანიზაციების დაუბრკოლებელი წვდომა.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოაგდოებას, გაზარდოს ზეწოლა და გაამკაცროს სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა აიძულოს რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია საქრთველოსა და ასევე უკრინაის წინააღმდეგ და სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია განახორციელოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner