რუმინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“- ის 1 378 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 50 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 7 801 კოვიდინფიცრებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 446 ის მდგომარეობა მძიმეა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუმინეთში „კოვიდ-19“- ის 59 273 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 616 ადამიანი.