logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
- +

7 აგვისტო. 2020. 22:34

 

 

საქართველოს პროკურატურამ ლ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

 

აღნიშნული ქმედების განხორციელებისას ი.ღ.-სთან ერთად იმყოფებოდა დ.მ., რომელმაც დაინახა მომხდარი ფაქტი და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

სამართალდამცველებმა დ.მ. 2020 წლის 06 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით  წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

 

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს დ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner