logo_geo
eng_logo
ლუსი ფლინი: საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად საზოგადოების ჯანმრთელობას მიიჩნევს
- +

7 აგვისტო. 2020. 23:22

 

 

 

„ვერც ერთმა ქვეყანამ, რომელიც გასულ წელს საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდა, ვერ მოახერხა კორონავირუსის შეჩერება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, აშშ-დან ყოველდღე აქვეყნებს ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს და იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველო გასულ წელს ვიზიტორებით უზრუნველყვეს, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საერთაშორისო კვლევის ცენტრ „გორბის“ კვლევის დიზაინისა და ანალიტიკური კვლევის მიმართულების დირექტორმა ლუსი ფლინმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას და პრიორიტეტად საზოგადოების ჯანმრთელობას მიიჩნევს: „ამიტომ არ გამიკვირდება თუ სახმელეთო საზღვრები გარკვეული დროით დახურული დარჩება“.

 

ფლინის განცხადებით, საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდის.

 

 „2019 წელს შემოსული ტურისტების რიცხვი 2,5-ჯერ აღემატებოდა საქართველოს მოსახლეობას. ზოგიერთმა ტურისტმა შემოსვლის დღესვე დატოვა საქართველო, მაგრამ მათი რაოდენობა ვინც ერთი ღამე მაინც გაატარა და საერთაშორისო ვიზიტორის კლასიფიკაცია მიენიჭა ორჯერ მაინც აღემატება მოსახლეობის რიცხვს.

 

2019 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა 70% მოსაზღვრე ოთხი ქვეყნიდან იყო. მათი უმეტესი ნაწილი სახმელეთო საზღვრით შემოვიდა საქართველოში. აზერბაიჯანიდან, წითელი ხიდის გავლით, რუსეთიდან ლარსის, სომხეთიდან სადახლოსა და თურქეთიდან სარფის სასაზღვრო პუნქტების გავლით“, - აღნიშნა ფლინმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner