უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების საკითხზე არ აისახება.
„მჯერა, რომ სანქციები რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ, კვლავ გახანგრძლივდება.
ევროპამ საერთო ენა უნდა გამონახოს ევროსკეპტიკოსებთან, იმისთვის, რომ ევროკავშირის ოპონენტებსა და მათ სპონსორებს შანსი არ დაუტოვოს.
მჯერა, რომ რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი გაერთიანებულ ევროპაში დარჩება და საერთო ევროპულ ფასეულობებს დაიცავს", - წერს პეტრო პოროშენკო „facebook"-გვერდზე.