logo_geo
eng_logo
კასპში აგვისტოს გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

8 აგვისტო. 2020. 17:16

 

 

8 აგვისტოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებმა  გვირგვინებით შეამკეს ქალაქის ცენტრში მდებარე ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. 

 

მამა გიორგიმ გმირთა სულის მოსახსენიებელი  პანაშვიდი გადაიხადა.

 

ომმა 400 ადამიანის  სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის კასპიდან სამი  ადამიანი დაიღუპა - გელა თიგიშვილი  და სოსო ბეჟუაშვილი ბრძოლის ველზე,  ხოლო კასპის  დაბომბვისას რკინიგზის მეისრე მურაზ მერებაშვილი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილ მებრძოლებთან ერთად სოფელ აღაიანში სოსო ბეჟუაშვილის და  სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის საფლავებს მათი ხსოვნის პატივსაცემად ეწვივნენ.

 

თითოეული ჩვენგანის, ვალია მათ ხსოვნას გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობებს მათი გმირობის ეპიზოდები ყოველთვის გადავცეთ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner