logo_geo
eng_logo
უფასო პირადობის მოწმობის მისაღებად განაცხადების ჩაბარება 25 ივნისსაც იქნება შესაძლებელი
- +

24 ივნისი. 2016. 13:08



25 ივნისს, შაბათს, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის დასრულებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

იუსტიციის სახლებში მხოლოდ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული განაცხადების ჩაბარება 25 ივნისსაც იქნება შესაძლებელი.



იუსტიციის სამინისტროს ინფომაციით, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ამ დრომდე ვერ ისარგებლა აქციით, იუსტიციის სახლი საშაულებას აძლევს, გამოიყენოს დარჩენილი დრო და შეცვალოს ძველი პირადობის მოწმობა ახლით.



აქცია, რომელიც 17 წლიდან მოქალაქეებისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემას ითვალისწინებს, 26 მაისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner