logo_geo
eng_logo
გიგი წერეთელი: საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება
- +

8 აგვისტო. 2020. 20:41

 

 

„რუსეთი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო საზღვრების გავლებას,   თან ცდილობს ამ ქმედებების გამართლებას და ლეგიტიმაციას. ეს არასდროს მოხდება. აგვისტოს ომის მე12 წლისთავზე  საერთაშორისო  თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება“ -აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი.

 

 

ასამბლეის ლიდერებმა 2020 წლის  7 აგვისტოს განცხადებით, კიდევ ერთხელ დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა.

 

 

”რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციის დასრულება აუცილებელია და გვსურს მშვიდობიანად აღდგეს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ომისა და საოკუპაციო ხაზის მიერ გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეუთო-ს  საპარლამენტო ასამბლეის სახელით ავრცელებენ კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (აშშ), კოსტელ დუნავა (რუმინეთი) და ლაურინას კასჩიუნასი (ლიეტუვა).​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner