logo_geo
eng_logo
აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლები ქვემო ქართლში გაიხსენეს
- +

8 აგვისტო. 2020. 21:57

 

 

დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ვეტერანებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ  მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

მოგვიანებით, უწყების ქვემო ქართლის წარმომადგენელმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული ბოლნისელი მეომრების  _ ასლან შაინიძის სოფელ დისველში, ნოდარ დევნოზაშვილის სოფელ რატევანში და საბა დადვანის სოფელ ტანძიაში საფლავები გვირგვინებით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ბოლნისის საკრებულოს განკარგულებით, დისველში, რატევანსა და ტანძიაში იმ უბნებს, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner