დღეს დილით დევდორაკის ხეობიდან 150 ადამიანი გამოიყვანეს. სამუშაოებში მაშველები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.
23 ივნისს მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. ადიდებული მდინარის წყალმა საავტომობილო გზის თბილისიმცხეთასტეფანწმინდალარსის 134135 კმ მონაკვეთი დააზიანა.
შსსს ინფორმაციით, ხეობაში, შს მინისტრთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ხეობაში მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, რომლებმაც, სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეებისა და ავტომანქანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.
მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დაიკეტა. ავტომანქანების გადაადგილება ნებადართულია სოფელ გველეთამდე.