logo_geo
eng_logo
დევდორაკის ხეობიდან 150 ადამიანი გამოიყვანეს
- +

24 ივნისი. 2016. 13:09



დღეს დილით დევდორაკის ხეობიდან 150 ადამიანი გამოიყვანეს. სამუშაოებში მაშველები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა.



23 ივნისს მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. ადიდებული მდინარის წყალმა საავტომობილო გზის თბილისი­მცხეთა­სტეფანწმინდა­ლარსის 134­135 კმ მონაკვეთი დააზიანა.



შსს­ს ინფორმაციით, ხეობაში, შს მინისტრთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.



ხეობაში მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, რომლებმაც, სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს­ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეებისა და ავტომანქანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.



მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დაიკეტა. ავტომანქანების გადაადგილება ნებადართულია სოფელ გველეთამდე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner