logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

8 აგვისტო. 2020. 22:38

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, სტუდენტებთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, გმირთა სულების პატივსაცემად დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი,  დაიჭრა - 1747, სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

 

ყოველი ჩვენგანისთვის დიდი ტკივილია წარსულ დროში საუბარი პატრიოტებზე, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. მათ სახელებს ქვეყანა და ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner