ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არ ვიცი და არც არასოდეს განვიკითხავ სხვის ოჯახებს…ოჯახში, სხვა, გარეშე პირის მიერ ცხვირის ჩაყოფა არის დაუშვებელი პირველ რიგში ზნეობრივად და მორალურად და შემდეგ ფურცელზე დატანილი კანონით…
არ განვიხილავ თამარ ბაჩალეიშვილის სიცოცხლეში, მის ოჯახს და ზოგადად ამ იჯახში მის მიერ განვლილ პერიოდს, არც მისი ცხოვრების წესს…
არავის საქმე არაა სხვისი პირადი ცხოვრება!!!
მაგრამ და მაგრამ!!!!
რატომ, რისთვის გაიმეტეთ სიკვდილის შემდეგ საკუთარი შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი საკუთარმა ოჯახმა, რატომ “მიუგდეთ” საჯიჯგნად ხროვას, ბრბოს, რომელთაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ სხვისი უბედურებით გამოკვებონ საკუთარი უკუღმართად მომართული ტვინები. რატომ გაიმეტეთ, რას ერჩოდით, რატომ მიუქსიეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული მეძავები, ვისთვისაც სულერთია ყველაფერი, ვისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მათი თრევის ობიექტი, ვისაც არც მკდარი სტკივათ და არც ცოცხალი ანაღვლებთ, ყველას ერთნაირად უძვრებიან სულში- პეტრეს, პავლეს, მარიამს, თამარს თუ გიორგის…. ნებისმიერს, ვინც მათ “გამოკვებავს”. ეს არის ჯოგი, რომელიც ერთნაირად აბინძურებს ყველაფერს. რატომ დაუშვით ოჯახმა, მით უფრო, როდესაც თქვენნაირად არავინ იცნობდა საკუთარ შვილს. რაც დიდად დაგეხმარებოდათ საგამოძიებო ორგანოებთსნ თანამშრომლობით, ერთად, ერთიანი ძალსხმევით მიგეღწიათ და დაგედგინათ შვილის ტრაგედიის და უბედურების მიზეზი. რატომ აძლევთ საკუთარ ადვოკატს , (მას ვისაც ნდობა გამოუცხადეთ, მას ვისაც თქვენც რომ არ უთხრათ, უნდა იცოდეს, რომ საჭიროა ენას კბილი დააჭიროს) უფლებას, საჯაროდ არ იჭორაოს ყველა დეტალზე. რატომ აიძულეთ მეგობარი დეა, ინტერვიუ ჩაეწერა ჟურნალისტთან, მიუხედავად მისი თხოვნისა და მუდარისა, წახვედით მისი ნების საწინააღმდეგოდ….
ვიცი, დღეს იმაზე მეტად გტკივათ, ვიდრე ეს იმ დღეს, რიდესაც შვილის ტრაგედიის ამბავი გაიგეთ გარდაცვალების შენდეგ თქვენ გაიმეტეთ საკუთარი შვილი და მიეცით უფლება ამ სულძაღლებს, ამ ბოროტ ნახირს, შეეღწიაძ მის სულში და გულში, ექექათ მისთვის ყველაზე პირადული და ხელშეუხებელი.
თქვენ თქვენი შვილი გაიმეტეთ და მათგან სხვა რამეს ელოდით ნეტა? ( მგონია, რომ არც ელოდით…)
არ მისცეთ უფლება არავის, იპოზიორონ ტელეეკრანებთან და საკუთარი ხიბლის სენით დაავადებულებმა თქვენი უბედურებით ისარგებლონ და დაიკმაყკფილონ საკუთარი ბინძური ამბიციები.
გააკეთეთ საჯარო განცხადება, რომ წყვეტთ ყველა სახის კომუნიკაციას მედია ჯალათებთან. დაუწესეთ და დაულაგეთ თქმისა და არ თქმის თემები. (ჭორაობა და საქმის გარჩევებშია 24 სთ)
იფიქრეთ ბევრ რამეზე, თუ ჯერ არ გაქვთ ნაფიქრი ( ან გაქვთ ამაზე ნაფიქრი, მაგრამ მაინც ასე გამოვიდა)
მერწმუნეთ, დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და არ დაუშვათ მთელი ცხოვრება თქვენი დიდი სატანჯველი ისე დაამძიმოთ, მისი ტარება ვერ შეძლოთ .
გისამძიმრებთ და ბოდიშს გიხდით რომ ვთქვი….
პ.ს. საიდან არ მოუარეს, როგორ არ ეცადნენ, რა არ აკადრეს შაქარაშვილის იჯახს, შვილმოკლული გამწარებული დედა შვილის მკვლელიბის ჩაფარცხვაში ვაჭრობაშიც კი დაადანაშაულეს, მაგრამ გაუძლეს… მით უფრო, გიორგი მოკლეს, აწამეს, სასტიკად გაიმეტეს….
თამარის სახელს, მისი შეუცნობელი და იდუმალებით მოცული ტრაგედიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მეტი გაფრთხილება და დათმენა სჭირდებოდა ოჯახის მხრიდან და განსაკუთრებით ეს არის დედის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება, გაფრთხილებოდა და სიკვდილის შემდეგ მაინც უფრო მეტად დაეცვა საკუთარი შვილი…..– წერს ჯანხოთელი.