„ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დესტრუქციის გზას მიჰყვება, სწორედაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ვინაიდან რუსეთის მთავარი ინტერესი არის კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაცია. რუსეთმა პირველი ეტაპი უკვე განახორციელა. ახლა თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს. მეორე ეტაპზე მის ინტერესს პოლიტიკური დესტაბილიზაცია და სიმყიფე წარმოადგენს. თავადაც სერიოზული პრობლემები აქვს და ეს არის მთელი მსოფლიოს პასუხი თავისი აგრესიული პოლიტიკის გამო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის. მას განუსაზღვრელი რესურსი არ გააჩნია და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოში არავინ მეგულება, ვინც არ იცის, რომ რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას ახდენს და დესტრუქციული პროცესების განვითარებით არის დაინტერესებული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.