logo_geo
eng_logo
GWP - კომპანია, რომელიც მომხმარებელს და პარტნიორებს არ ელაპარაკება
- +

24 ივნისი. 2016. 13:36

 

 

უკვე რამდენიმე თვეა თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეები შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" შეხვედრას და არსებულ პრობლემებზე საუბარს სთხოვენ. თვეების განმავლობაში, მიუხედავად არაერთი პირადი მოწოდებისა და მედიასაშუალებებში გამოქვეგნებული მიმართვისა, GWP პარტნიორებს არ ხვდება.



თბილისის გოგირდის აბანოების თანამშრომლები უკვე პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ გოგირდის აბანოების ფუნქციონირება დროებით შეეჩერებინათ. GWP კვლავ დუმს და არ იმჩნევს, რომ პრობლემა არსებობს.



კომპანია „ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერმა" გამოიყენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი და აბანოებს დაღვრილი წყლის გატარება-გაწმენდის გადასახადი გაუსამმაგა. აბანოების მეპატრონნები აცხადებენ, რომ გაზრდილი გადასახადი იმდენად არაგონივრულია, რომ ვერცერთი ობიექტი ამ ოდენობის მოსაკრებლის გადახდას ვერ შეძლებს. მომხმარებლის დავალიანება წყალმომარაგების კომპანიის მიმართ ყოველთვიურად იზრდება. კომპანია ამ ფაქტს გულგრილად უყურებს და პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებაზე უარს აცხადებს.



გარწმუნებთ, რომ ვერცერთი ზემოთ ხსენებული აბანოს შენობის მესაკუთრე ვერ გადაიხდის დაკისრებულ გადასახადს და იძულებული გახდება შეაჩეროს დაწესებულების ფუნქციონირება. სამასახურს დაკარგავს ასეულობით ადამიანი, ბიუჯეტი დაკარგავს შემოსავალს, თბილისი დაკარგავს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობას - დედაქალაქი დარჩება გოგირდის აბანოების გარეშე!" - აცხადებენ აბანოების მეპატრონეები.



GWP-ს მხრიდან პასუხი არ არის.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner