logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა იყო ღალატი
- +

9 აგვისტო. 2020. 02:58

 

 

ყველაზე მთავარი ღალატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეზოლუციის მხარდაჭერა ამ ომიდან ორი თვის შემდეგ. სადაც 7 აგვისტო პირველად იყო ნახსენები, როგორც ომის დაწყების დღე და ომის დამწყებად მოხსენიებული იყო ქართული სამხედრო ძალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში“ განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის განმარტებით, რეზოლუციის მეოთხე პუნქტში ეწერა, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო და იქვე მეხუთე პუნქტში იყო განმარტებად, რომ 8 აგვისტოს ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა მოხდა კასეტური ნაღმებით. „შემდეგ მეშვიდე პუნქტში ეწერა, რომ რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ეს რეზოლუცია რუსულმა მხარემ შეიტანა და საქართველოს ხმების გარეშეც გავიდოდა, თუმცა „ნაცმოძრაობის“ წევრებმა მხარი დაუჭირეს. ეს არის ღალატი და ახლა 7 აგვისტოს შესახებ ეჭვები რომ ჩნდება, ესეც ქართულმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს. საგულისხმოა ისიც, რომ გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანიშვნაც რუსეთმა დაგვასწრო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს კიდევ ერთი ნაწილის ოკუპაციის მიზეზი ყოფილი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები გახდა. „2007 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გამოსცა ბრძანებულება და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი, დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად შექმნა და მისი საზღვრები დაადგინა.

 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ეს ფრაზა და ტერმინი ჯერ ბოლშევიკებმა გამოიყენეს. შემდეგ გაუქმდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ. შემდეგ ამ ტერმინს დაუმატა სიტყვა ყოფილი და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა და საზღვრებიც განუსაზღვრა.

 

ამის შემდეგ ხდება 2008 წლის ცნობილი ამბები. 9 აგვისტოს პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და შესაბამისად სპეციალურ განკარგულებასაც გამოსცემს, სადაც წერია, რომ ამ ტერიტორიაზე რუსები კი არ იბრძოდნენ, არამედ სეპარატისტები და რუსეთი იძულებული იყო ამ პროცესში ჩარეულიყო. არსადაა ნახსენები, რომ 8 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური ბრძოლა წამოიწყო“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner