logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას,
- +

9 აგვისტო. 2020. 13:04

 

 

„ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს.

ირაკლი კობახიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაციონალური და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით არ დაუშვებს ომის განახლების შესაძლებლობას, რომლის მიზანიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შემცირებაა.

 

„ჩვენ არ დავუშვებთ ომის განახლების შესაძლებლობას, მშვიდობას არა აქვს ალტერნატივა, ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება აგვისტოს ომი. ამ ომს ასობით უდანაშაულო საქართველოს მოქალაქე შეეწირა. ჩვენ სრულად დავკარგეთ კონტროლი საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონზე – აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია. ამ ომის შედეგებს დღემდე ვიმკით, გრძელდება ბორდერიზაცია, უკანონო გატაცებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე, გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა.  ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ გმირებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, უთანასწორო ბრძოლაში აჩერებდნენ რუსულ სამხედრო მანქანას. ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი”,- წერს ირაკლი კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner