ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, რომ წლის ბოლომდე ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი შეამციროს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებით, 2020 წლის ნოემბრისთვის ავღანეთში 5 000-ზე ნაკლები ამერიკელი სამხედრო დარჩება.
ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესახებ ტელეკომპანია „ფოქსნიუსის“ ეთერში პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც ისაუბრა.
ამ ეტაპზე, ავღანეთში 8 600-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.