აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება.
ტურნირი ერთდღიანია და მასში სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და დოღია წარმოდგენილი. გამარჯვებულ გუნდებსა და ცხენოსნებს ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ.
საქართველოს ჩემპიონატი კი 19-20 სექტემბერს, ქალაქ ზუგდიდში გაიმართება, სადაც გამარჯვებული სპორტსმენები პირველობისთვის იბრძოლებენ. შეჯიბრს კოორდინირებას საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია უწევს, ხოლო სპორტული შეჯიბრის მხარდამჭერი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაა.