რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღებში, ჭიორასა და გლოლაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ვითარება სტაბილურია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„პირადად გავეცანი სამუშაოებს, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციოდ ხორციელდება.
ასევე, ადგილზე ვესაუბრე მოსახლეობას და მათგან პრობლემატური საკითხები მოვისმინე. სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ვითარება სტაბილურია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რასაც პოზიტიურ შედეგებამდე მივყავართ“ - წერს გოჩა ენუქიძე.