ორგანიზაცია „სტალინის“ თავმჯდომარე გრიგოლ ონიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მრავალრიცხოვან სატელევიზიო გადაცემებში განუწვეტლივ ისმის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დამაჯერებელი მოწოდებები ამა თუ იმ პიროვნების პრემიერ-მინისტრად არჩევის თაობაზე, მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. მათ ჰგონიათ, რომ ამ მოწოდებებით, თითქოს, ამომრჩევლებს მიიმხრობენ ხმების მოსაგროვებლად.
მე კი მგონია, ეს მოწოდებები არა თუ აძლიერებს პარტიის ავტორიტეტს და უქმნის ხმების მოგროვების რეალურ საფუძველს, არამედ, პირიქით, წამოყენებული კანდიდატურები აკნინებენ ამა თუ იმ პარტიის ავტრიტეტს და საფუძველს აცლის არჩევნებში გამარჯვებას, რადგან დასახელებულ კანდიდატთა რეიტინგი, მოქმედ პრემიერ-მინისტრის რეიტინგთან შედარებით, რბილად რომ ვთქვა, ნულის ტოლია.
და ბოლოს, წამოყენებული კანდიდატურები ისე გვანან მოქმედ პრემიერ-მინისტრს, როგორც „კატის კნუტი ლომს“ (ი. სტალინი).“- აღნიშნავს ონიანი.