logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოვიფარგლებით, ეს არის პირველი ქუჩა, საიდანაც დავიწყეთ
- +

9 აგვისტო. 2020. 23:45

 

 

ავტომობილი არ იქნება ფუფუნების საგანი. ჩვენ ისე მოვაწყობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ ის იქნება ევროპაში ყველაზე გამართული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, თბილისის მერია მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოიფარგლება და დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია კვლავაც გაგრძელდება.

 

„ჩვენ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციით არ შემოვიფარგლებით, ეს არის პირველი ქუჩა, საიდანაც დავიწყეთ. ამას მოჰყვება თამარაშვილის ქუჩების ამსვლელ-ჩამომსვლელის მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება მელიქიშვილის ქუჩაზე, კოსტავას ქუჩა, რუსთაველის გამზირზე, ქეთევან წამებულზე და ასე შემდეგ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ როგორც ქალაქის მერი, ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი და ქალაქისთვის, თბილისისთვის და თბილისელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner