ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტი 75 წლისაა და ის მესტიიდან არის.
ასაკოვან ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათავსეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას Covid-19 დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი მათგანი მომსახურების სფეროში მუშაობდა და ის რამდენიმე კვირაა კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 52 გამოჯანმრთელდა.