NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი NATO-ს სანდო მოკავშირედ დარჩება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წამყვან როლს შეასრულებს.
„ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ეს ახალ ფურცელს შლის ევროკავშირთან ურთიერთობებში, მაგრამ ვიცი, რომ NATO-სთან მიმართებაში გაერთიანებული სამეფოს პოზიცია უცვლელია. დიდი ბრიტანეთი NATO-ს სანდო და ერთგულ მოკავშირედ დარჩება და ჩვენს ალიანსში წამყვანი როლის შესრულებას გააგრძელებს.
უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის ფონზე, NATO-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ალიანსი არასტაბილური სამყაროს სტაბილურობის საყრდენად და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკვანძო ფაქტორად რჩება", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.