logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: დიდი ბრიტანეთი NATO-ს სანდო მოკავშირედ დარჩება
- +

24 ივნისი. 2016. 14:31



NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი NATO-ს სანდო მოკავშირედ დარჩება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წამყვან როლს შეასრულებს.



ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ეს ახალ ფურცელს შლის ევროკავშირთან ურთიერთობებში, მაგრამ ვიცი, რომ NATO-სთან მიმართებაში გაერთიანებული სამეფოს პოზიცია უცვლელია. დიდი ბრიტანეთი NATO- სანდო და ერთგულ მოკავშირედ დარჩება და ჩვენს ალიანსში წამყვანი როლის შესრულებას გააგრძელებს.

უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის ფონზე, NATO- განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ალიანსი არასტაბილური სამყაროს სტაბილურობის საყრდენად და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკვანძო ფაქტორად რჩება", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner