logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ჩვენ რომ ევროკავშირში შევალთ, იქ აღარავინ დაგვხვდება
- +

24 ივნისი. 2016. 14:32



პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგებს ეხმიანება.


 

ჩვენ რომ ევროკავშირში შევალთ, იქ აღარავინ დაგვხვდება. ბრიტანელებს კიდევ აქვთ სურვილი, შეინარჩუნონ ტრადიციები, ისტორია, ევროპელობა და წინ აღუდგნენ იმ ტენდენციას, რომელიც ფაქტიურად ეროვნებებს შორის განმასხვავებელ ნიშნებს სპობს. ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს გაგრძელდეს და შეიძლება მივიღოთ ისეთი ევროკავშირი, სადაც მეტი იქნება აზიური თუ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვიდრე ევროპელები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენც უნდა გადავხედოთ გამოკითხვის შედეგებს . თუ ერთი მხრივ, ამართლებენ, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის გარეშეც შეინარჩუნებს იმ ტრადიციებს ისეთივე წარმატებით, ჩვენც არავინ გვიშლის, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადმოვიღოთ ყველაფერი კარგი. სანაცვლოდ არ დავთმოთ ჩვენი ფასეულობები", -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს.


ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner