logo_geo
eng_logo
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 182 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი
- +

10 აგვისტო. 2020. 11:37

 

 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსი 1 182 პაციენტს დაუდასტურდა, 15 ინფიცირებული გარდაიცვალა, 1 103 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, – შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

თურქეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 5 844 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 240 804 შემთხვევა, აქედან 223 759 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 596 პაციენტის მდგომარეობა კი სერიოზულია.

 

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა 16 ივნისის შემდეგ 20-ზე ნაკლებია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner