ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსი 1 182 პაციენტს დაუდასტურდა, 15 ინფიცირებული გარდაიცვალა, 1 103 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, – შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 5 844 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 240 804 შემთხვევა, აქედან 223 759 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 596 პაციენტის მდგომარეობა კი სერიოზულია.
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა 16 ივნისის შემდეგ 20-ზე ნაკლებია.