logo_geo
eng_logo
სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა
- +

10 აგვისტო. 2020. 12:48

 

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა“, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით, რომ პრაქტიკულად ორ დღეში პარასკევს და შაბათს 1 552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1 425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა და შემდგომ უკვე კარანტინში დაემატა იმავე ოჯახიდან კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი. 127 საკვლევი მასალა არის დღეისათვის კვლევაში. შესაბამისად, რადგან შეფასდა სიტუაცია და სოფელში მასობრივი გავრცელება აღარ არის და არის იშვიათი შემთხევევები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელში საკარანტინო რეჟიმი გაუქმებულიყო. წუხელ, ღამის 12 საათიდან მოიხსნა ბლოკ-პოსტები და სოფელი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.

 

ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 44 დადასტურებული შემთხევაა დაფიქსირებული. ჩატარებულია 3 600-ზე მეტი ტესტი.

 

ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner