logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ევროკავშირი არ დაზარალდება ამ რეფერენდუმის შედეგებით
- +

24 ივნისი. 2016. 14:35



საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ეხმაურება.



ეს არის სწორედ დემოკრატია, სადაც ხანდახან დემოკრატიული პროცესის შედეგად დგება ისეთი შედეგი, რომლითაც ყველა ბედნიერი არ არის. დემოკრატია არ ნიშნავს ერთ აზრზე ყველას ყოფნას და არ ნიშნავს სამხედრო წესრიგს საზოგადოებაში. დემოკრატია ხანდახან ასეთ შედეგებამდე მიდის. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირი და მისი სიძლიერე არ დაზარალდება ამ რეფერენდუმის შედეგებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს რეფერენდუმის შედეგების შემდეგ პარლამენტს, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე ევროპისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს გამომაფხიზლებელი ევროპისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ევროპისთვის გამომაფხიზლებელი რეფერენდუმის შედეგი", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

 



დიდი ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner