„კორონავირუსის შემთხვევების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული ღონისძიებები გატარდება, მათ შორის დაწესდება შეზღუდვები გადაადგილებაზეც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მესტიაში ბევრი ტურისტია, თუმცა მათზე სახელმწიფო იზრუნებს და პრობლემები არ შეექმნებათ.
მისივე თქმით, უკვე გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.